ბავშვთა სტომატოლოგია

თანამედროვე ბავშვთა სტომატოლოგია, მედიცინის უზარმაზარი დარგია,  რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში კბილების და ღრძილების დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას.

ახალი ეფექტური მედიკამენტებისა და მაღალი კლასის აღჭურვილობის წყალობით, დღეს სტომატოლოგიური მკურნალობა არ იწვევს ტკივილს, შიშს ან დისკომფორტს, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს ადრეული ასაკიდან ჩამოაყალიბონ სწორი დამოკიდებულება პირის ღრუს სილამაზისა და ჯანმრთელობის მიმართ.

ბავშვები , ყველაზე საყვარელი პაციენტები არიან  , კლინიკაში Dental Care.

ჩვენ ვიცით როგორ ვიპოვოთ საერთო ენა ყველაზე ჭირვეულ ან შეშინებულ ბავშვებთანაც  კი, ვიცით როგორ დავაინტერესოთ, დავამშვიდოთ . თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისა და ჩვენი სპეციალისტების უნიკალური უნარების წყალობით, ნებისმიერი პროვედურა სტომატოლოგიურ კაბინეტში ბავშვებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცევა.

კლინიკა Dental Care- ში , წინასწარ ხდება ვიზიტის შეთანხმება  ტელეფონით , ონლაინ ფორმის შევსებით ამ საიტზე  ან  სოციალურ ქსელში კლინიკის  გვერდზე, შეტყობინების გამოგზავნით. მკურნალობის ფასებსა და პროცედურების შესახებ  მეტი,  შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს სპეციალისტებთან პირადი კონსულტაციის შემდეგ.

სარძევე კბილები მუდმივისგან განსხვავდება უფრო თხელი მინანქრით, რომელიც მიდრეკილია ტრავმისა და სხვადასხვა დაზიანებისკენ, რის გამოც ბავშვებში კარიესული პროცესები მყისიერად ვითარდება. ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და რეგულარულად მიყვანა ექიმთან პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად.

სარძევე კბილების ამოღება, კბილების მკურნალობა,თანკბილვის გასწორება – ეს ის სერვისებია, რომელიც ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ტარდება ჩვენ კლინიკაში Dental Care

ანა ბაცანაძე

ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი, პირის ღრუს ქირურგი

გიგა ტორაძე

ყბა-სახის ქირურგი
Make an Appointment