კარიესი

კარიესული პროცესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ.

კარიესის განვითარების სტადია განისაზღვრება მისი სიღრმის მიხედვით:

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

კარიესის მკურნალობის მიზანია აღვადგინოთ დაზიანებული კბილის ქსოვილის მთლიანობა ბჟენით და შევაჩეროთ პროცესის პროგრესირება.

კარიესის მკურნალობა  ჩვენს კლინიკაში უმტკივნეულო და კომფორტულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი პაციენტი ღელავს სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ.  ჩვენი ექიმები მათ აქტიურად ეხმარებიან ადაპტაციაში, ვიცით როგორ განვაწყოთ პაციენტი დადებითად.

არ გადადოთ კარიესის მკურნალობა, ის თავისთავად არ გაქრება : რაც უფრო დააგვიანებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მით ხანგრძლივი და ძვირი იქნება თქვენი მკურნალობა. 

 

მკურნალობის პრაისი