ორთოდონტიული მკურნალობისთვის თითოეულ კბილზე ფიქსირდება ბრეკეტი, რომელიც შეხებაშია პირის ღრუს ლორწოვანთან და აღიქმება, როგორც უცხო სხეული. მას თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა, გარკვეული დროს გასვლის შემდეგ მის არსებიბას პირის ღრუში ვერც კი იგრძნობთ.
დისკომფორტის მეორე მიზეზია ბრეკეტის ღარში ჩასმული ორთოდონტიული რკალი. სწორედ ამ რკალის საშუალებით ხდება კბილების გადაადგილების რეგულირება. რკალი იცვლება გარკვეული სიხშირით. ახალ რკალთან შეგუების დრო – 3-დან 7 დღემდე მერყეობს.
.
ორთოდონტიული მკურნალობისთვის მომზადება
ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია:
- პირი ღრუს სანაცია
- პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა.
ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარებამდე საჭიროა კვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია- CT. მის გარეშე შეუძლებელი მკურნალობის გეგმის შედგენა.
- ცეფალოგრაფია
- სახის და პირი ღრუს ფოტოპროტოკოლი;
- ანაბეჭდის აღება და მოდელების დამზადება, რომელთა საფუძველზეც ორთოდონტი არსებული სიტუაციას გულდასმით აანალიზებს და გეგმავს მკურნალობის შესაბამის მეთოდს;
- არტიკულატორით ანალიზი – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ზედა და ქვედა ყბის იმიტირებულ მოძრაობებს ასრულებს და ორთოდონტს ეხმარება ანომალიის დიაგნოსტირებას და მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდის შერჩევაში.