ცირკონის გვირგვინები
ცირკონის გვირგვინები – მისი საფუძველია ცირკონის დიოქსიდი, ამ მეთოდით ნებისმიერი კბილის დაფარვა არის შესაძლებელი, რადგან საკმაოდ მყარია და ესთეტიური.
ცირკონის გვირგვინის უპირატესობები
- მაღალი ესტეთიურობა.
- ხარისხი და საიმედობა : ცირკონი არ ჩამოუვარდება ლითონს სიმყარით.
- ბიოთავსებადობა: ცირკონის გვირგვინი არ იწვევს ალერგიას და თავსებადია ადამიანის ორგანიზმთან.
- კბილების მინიმალურად დამუშავება, ცირკონის თხელი კარკასის სიმყარის ხარჯზე.
- ფართო გამოყენება: ცირკონის გვირგვინები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც წინა, ასევე უკანა საღეჭ კბილებზე, ასევე, იმპლანტებზე.
როგორ მზადდება გვირგვინები ჩვენთან?
- პირველ ვიზიტზე – გამოკვლევა, მკურნალობის მეთოდის და გეგმის შედგენა
- თერაპიული მკურნალობა – კბილების ჩასმის წინ ყველა კბილი უნდა იყოს ნამკურნალევი. სხვა შემთხვევაში ორთოპედიული სამუშაოს დაწყება არ შეიძლება.
- თერაპიული/ქირურგიული/ჰიგიენური პროცედურების შემდეგ ორთოპედი იწყებს კბილების პრეპარირებას( დამუშავება) და იღებს კბილების ანაბეჭდს. მომავალი გვირგვინების დამზადებამდე პაციენტს უმზადებენ დროებით გვირგვინებს.
- გვირგვინების ფორმა მოდელირდება ციფრულ ლაბორატორიაში, გულმოდგინედ არჩევენ ფერს.
- შემდეგ ეტაპზე კი ექიმი უკვე პირის ღრუში მოარგებს და აფიქსირებს დამზადებულ გვირგვინებს.
რა უნდა იცოდეთ ცირკონის გვირგვინების ფიქსაციის შემდეგ?
- გარკვეული დისკომფორტი პირის ღრუში. ამის მიზეზია კბილის ირგვლივ ქსოვილების ადაპტაცია. ეს შეგრძნება რამდენიმე საათში გაივლის.
- უცხო სხეული შეგრძნება, თითქოს ენას და ლოყებს არ ჰყოფნის ადგილი. ამის მიზეზია – ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვით გამოწვეული სიცარიელის შეგრძნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- მოერიდეთ ძალიან მაგარი საკვების მიღებას – ამით საყრდენი კბილები დიდ დატვირთვას ღებულობენ.
რა უნდა გააკეთოთ?
- გამოიყენეთ დამცავი კაპები, თუ თქვენ კბილების ცვეთა გაქვთ ან ბრუქსიზმი ( კბილების კრაჭუნი)
- ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა. დღეში 2-ჯერ კბილების გაწმენდა აუცილებელია. გამოიყენეთ ჯაგრისები, კბილის ძაფი..
- მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ კბილების მოვლას ირიგატორი. ( განსაკუთრებით ხიდების და იმპლანტაციის შემთხვევაში)
- რეგულარული პროფილაქტიკური დათვალიერება თქვენს ორთოპედთან.
- წელიწადში 2-ჯერ აუცილებელია პროფესიული ჰიგიენის ჩატარება.