ყველა ადამიანი ოცნებობს ლამაზ და ჯანსაღ ღიმილზე.
ორთოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მიმართულია თანკბილვის, კბილების და ყბების პათოლოგიების მკურნალობისკენ.
კლინიკა Dental Care -ში წლებია, თანკბილვის სხვადასხვა დეფექტების გამოსწორება ხდება მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად.
პრობლემები, რომლებსაც ორთოდონტია წყვეტს: მოზრდილებში თანკბილვის კორექცია გარკვეულწილად უფრო რთულია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, ნებისმიერ ასაკში ჩატარდეს ორთოდონტიული მურნალობა.
რას უნდა ელოდოს პაცინეტი ორთოდონტიული მკურნალობისგან:
- კბილებს შორის არსებული სივრცის ( დიასთემა) შევსება;
- კბილების თანაბარი რიგი;
- ჯანმრთელი ღრძილები;
- კბილების დაცვა ცვეთისგან;
- სწორი თანკბილვა;
- დიქციის ნორმალიზება;
- სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება;
- ღეჭვის ფუნქციის გამოსწორება.
- ფსიქოლოგიური კმაყოფილება;
თანკბილვის დარღვევის რამდენიმე ფორმა არსებობს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული მკურნალობის სირთულე და ხანგრძლივობა. ზოგიერთი დარღვევის გამოსწორებას შეიძლება მარტივი პროცედურები და მოკლე პერიოდი დაჭირდეს, ზოგ შემთხვევაში კი კომპლექსური მკურნალობა და მონათესავე დარგის სპეციალისტების დახმარებაც იყოს საჭირო.
ჩვენს კლინიკაში კბილების არასწორად მდებარეობის და თანკბილვის კორექციისთვის ყველაზე ხშირად, ბრეკეტ-სისტემას გამოიყენებენ.
უმნიშვნელო ცვლილებების გამოსასწორებლად სტომატოლოგიაში გამოიყენებენ ფირფიტოვან მოსახანელ კონსტრუქციებს და კაპებს.
პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ორთოდონტიულ მკურნალობაზე