დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია დანაკლისი კბილის ან კბილთა მწკრივის აღსადგენად.
იმპლანტი – ეს არის ტიტანისგან დამზადებული “ხელოვნური ფესვი“, რომელიც თავსდება ყბის ძვლოვან ქსოვილში და დროთა განმავლობაში ინტეგრირდება მასთან.
დენტალური იმპლანტაციის პროცესი
დენტალური იმპლანტაციის დროს ყბის ძვალში ინერგება ხელოვნური ფესვი ანუ იმპლანტი. კბილის იმპლანტი ერთგვარ საყრდენია, რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი, იგივე – გვირგვინი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაკარგული კბილის ხელოვნური კბილით ჩანაცვლება, დენტალური იმპლანტები რჩება ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებად. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი და გვირგვინი მაგრდება კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისთვის შეუმჩნეველი ხდება. რაც შეეხება თავად ოპერაციას, იგი პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა, დაახლოებით 40-დან 60 წუთამდე გრძელდება და კეთდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით.
რა უპირატესობები აქვს დენტალურ იმპლანტს?
მაღალი ესთეტიურობა – დენტალური იმპლანტზე მოთავსებული გვირგვინი ბუნებრივ კბილს ძალიან ჰგავს და შესაბამისად, ის ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუსა და სახის მოყვანილობას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დენტალურ იმპლანტებზე მოთავსებულ გვირგვინებს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება. უშუალოდ გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში და მაშინ, როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინს, პაციენტს აქვს ბუნებრივი კბილის ემალის მსგავსი შეგრძნებები. გარდა ამისა, კბილის იმპლანტი იცავს გვერდითა კბილებს მორყევისგან, რადგან მწკრივის დარღვევსას კბილები “ვეღარ იჭერს ერთმანეთს”, ირყევა და საბოლოოდ ხშირია კბილის კარგვა.
ამიტომაც, დაკარგული კბილის აღდგენით თქვენ არა მარტო ცვლით ღიმილის ვიზუალს, არამედ აუმჯობესებთ პირის ღრუს ფუნქციურად. ღეჭვის პროცესი ხდება სრულფასოვანი, დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ყბის ორივე მხარეს, რაც ხელს უშლის ყბის კუნთების ასიმეტრიულ განვითარებას.
საბოლოოდ კი, დენტალური იმპლანტები გმატებთ თავდაჯერებულობას, რაც უფრო მიმზიდველია თქვენი ღიმილი, მით უფრო მაღალია თქვენი თვითშეფასება და ცხოვრების ხარისხი.
დენტალური იმპლანტების მოვლა
დენტალური იმპლანტების დაფიქსირების შემდგომ მისი მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს. „დენტალ ქეას“ გუნდი გირჩევთ, ყოველდღიურად გაიწმინდოთ პირის ღრუ კბილის ჯაგრისისა და ირიგატორის გამოყენებით. ასე თქვენ თავიდან აიცილებთ იმპლანტებს შორის საჭმლის ნარჩენების დაგროვებასა და ბაქტერიების გამრავლებას.
პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენი პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაიწყებს შესაბამის მკურნალობას. სწორედ ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტია თქვენი სასიამოვნო და ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნების გარანტია.
გაეცანით – პაციენტის ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე
ჯანმრთელობის კითხვარი იმპლანტაციის წინ
კლინიკაში Dental Care იმპლანტაცია წარმატებულად კეთდება ჩვენი გამოცდილი ყბა-სახის ქირურგის მიერ.
იმპლანტაციის შემდგომ ჩვენ გვაქვს კავშირი პაციენტთან, ვგეგმავთ ორთოპედიული კონსტრუქციის ფიქსაციას იმპლანტზე, ამის შემდეგ, პაციენტს ვიბარებთ 6 თვეში ერთხელ გეგმიურ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე და პროფესიულ წმენდაზე.
ხანგრძლივ პერსპექტივაში იმპლანტაციის წარმატება განისაზღვრება აუცილებელი პროფესიული და ინდივიდუალური ჰიგიენური პროცედურების ჩატარებით და სტომატოლოგის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით.
ფასები
ჩვენი სტომატოლოგები:
ანა ბაცანაძე
Giga Toradze
Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Sed ut perspiciatis, unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium.