კბილის ფესვის არხების მკურნალობა

რა არის ფესვის არხის მკურნალობა?

პულპიტის მკურნალობა მოიცავს  ფესვის არხებიდან ინფიცირებული პულპის მოცილებას და  გაწმენდა-დამუშავებას სპეციალური ინსტრუმენტებითა და ქიმიური საშუალებებით. ამას მოჰყვება კბილის გვირგვინოვანი ნაწილის რესტავრაცია მომავალი ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

თუ  გჭირდებათ ფესვის არხის მკურნალობა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ Dental care-ის სტომატოლოგიური გუნდი აქ არის დასახმარებლად.

 

როგორ გავიგო, მჭირდება თუ არა ფესვის არხების მკურნალობა?

პირველი ნიშანი იმისა, რომ ფესვის არხების მკურნალობა გჭირდებათ, არის კბილის ძლიერი ტკივილი. თუ გრძნობთ ტკივილს საკვების ღეჭვისას ან ცივი და ცხელი სითხეების მიღებისას, ეს ჩვეულებრივ იმის ნიშანია, რომ მკურნალობა გჭირდებათ.

 

რა მოხდება, თუ არ ჩაიტარებთ ფესვის არხების მკურნალობას?

Dental Care-ში არ მოგცემთ ფესვის არხების მკურნალობის გამოტოვების რეკომენდაციას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კბილი აღარ გტკივათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ინფექციაც გაქრა. ამის ნაცვლად, ეს იმის ნიშანია, რომ მწვავე ანთებითი პროცესი გადავიდა ქრონიკულში, ინფექციამ გაანადგურა ნერვები თქვენს კბილში და ინფექცია გავრცელდა კბილის ფესვის ირგვლივ არსებულ ქსოვილებში.

 

რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ენდოდონტიური მკურნალობის აუცილებლობა?

საუკეთესო გზა ფესვის არხების მკურნალობის თავიდან   ასაცილებლად არის პირის ღრუს სრულყოფილი ინდივიდუალური ჰიგიენა. ეს მოიცავს დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვას, ყოველდღიურად კბილის ძაფითა და კბილთაშორისი ჯაგრულებით  წმენდას, 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგიურ პროფილაქტიკურ შემოწმებას და პროფესიული წმენდის ჩატარებას.

 

როგორ ტარდება ენდოდონტიური მკურნალობა?

თქვენი სტომატოლოგი გადაიღებს თქვენი კბილის რენტგენოლოგიურ სურათს, რათა შეაფასოს მდგომარეობა. შემდეგ გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რათა გაუტკივარდეს სამკურნალო კბილი და მის გარშემო არსებული ქსოვილები.

შემდგომი ეტაპია კბილის იზოლაცია პირის ღრუსგან, კბილის დამუშავება, კბილის ფესვის არხებიდან ინფიცირებული, დაშლილი ნერვული ქსოვილების გამოტანა, არხების დეზინფექცია და დაბჟენა.

 

ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს კბილის ორთოპედიული გვირგვინით დაფარვა, ჩვენი ექიმები ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოაგწვდიან.

 

 მტკივნეულია კბილების ენდოდონტიური მკურნალობა?

საბედნიეროდ, თანამედროვე სტომატოლოგიაში მიღწევებმა უზრუნველყო, რომ ფესვის არხების მკურნალობა დღეს პრაქტიკულად უმტკივნეულო იყოს. ჩვენი სტომატოლოგები იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას ინფიცირებული კბილის გასატკივარებლად. მკურნალობის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ გარკვეული მგრძნობელობა და დისკომფორტი, რომლის შესაჩერებლადაც ექიმი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად დაგინიშნავთ.

 

დაიმახსოვრე,  ბევრად უფრო ადვილია იმკურნალო, ვიდრე უბრალოდ ელოდო, რომ ტკივილი თავისთავად გაქრება.

ჩვენი სპეციალისტები:

ანა ბაცანაძე

ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი, პირის ღრუს ქირურგი