უსაფრთხოების პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებანი.
1.1. კომპანია შპს „დენტალ ქეა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი …………) წარმოადგენს პერსონალური მონაცემების მმართველს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შემსრულებელს (დოკუმენტი№ 5669, მიღების თარიღი 28/12/2012.)
1.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ახდენს მომსახურების გამოყენების, ასევე, მისი ინტერნეტ რესურსის ნახვის პროცესში კომპანია შპს „დენტალ ქეა““–ისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების რეგლამენტირებას.
1.3. მოცემული პოლიტიკა განეკუთვნება თანამშრომლების, მნახველებისა და კლიენტების (შემდგომში – პერსონალური მონაცემების სუბიექტები) მიერ საშინაო გვერდებზე, ელექტრონული ფოსტით წარმოებულ მიმოწერებში, ციფრულ დანართში, გამოკითხვებში, ხელშეკრულებებსა და სხვა წყაროებში წარმოდგენილი ყველა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებას.
1.4. კომპანია გაძლევთ კლიენტებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამჭვირვალე და პატიოსანი დამუშავების გარანტიას.
- პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება
2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს კომპანია იცავს რეგულაციებს რესურსთან წვდომის განხორციელების ქვეყნის მიუხედავად.
2.2. მიიჩნევა, რომ თქვენ ინფორმირებული ხართ საქართველოში პერსონალური მონაცემების, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამუშავების შესახებ.
2.3. კომპანია გაწვდით ინფორმაციას, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით, თქვენ ეთანხმებით, რომ იგი შედის მონაცემთა ბაზაში და dentalcare.ge საიტიდან შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება/შეხსენება სტომატოლოგიური მომსახურების დაწყებული და დაუმთავრებელი ვიზიტების შესახებ
2.4. Საიტი dentalcare.ge – ის გამოყენებით მნახველი ეთანხმება, რომ შპს „დენტალ კონსალტინგი“, კომპანიის მინდობილი პირები და პარტნიორები, უფლებამოსილნი არიან შეაგროვონ და შეინახონ მონაცემები, რომლებიც იძლევა შემდეგის თვალის დევნებისა და შერჩევის საშუალებას:
2.4.1. საიტის კონტენტის და ინტერნეტ – მაღაზიის მნახველთა საერთო რაოდენობა;
2.4.2. საიტის კონტენტის და ინტერნეტ – მაღაზიის ყველა ცალკეული განყოფილების მნახველთა რაოდენობა;
2.4.3. მნახველთა მომსახურე ინტერნეტ პროვაიდერების დომენების სახელწოდება;
2.4.4. IP მისამართი;
2.4.5. ინფორმაცია გადახდის შესახებ, თუ აწარმოებთ უნაღდო ანგარიშსწორებას (საგადახდო ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა);
2.4.6. განმეორებითი ვიზიტის დროს ავტომატური შევსებისათვის;
2.4.7. გადახდის ისტორია და ხერხები, ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგებისათვის სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე;
2.4.8. საიტის გაუმჯობესებისა და მართვის მიზნით სხვა მონაცემები.