კარიესის გაჩენის მიზეზები:
- პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა;
- შაქრით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები;
- პირის ღრუს მიკროფოლორაში მჟავაწარმომქმნელი მიკრობების დიდი რაოდენობა.
- ორთოპედიული კონსტრუქციები და ბრეკეტები, რომელთა პირის ღრუში არსებობის დროსაც გართულებულია ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში.
- მინანქრის ჩამოყალიბების ეტაპების დარღვევა კბილის ჩანასახის და ამოჭრის პერიოდებში.
- პირის ღრუს სიმშრალე
- ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.
- ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონული დარღვევები.
როგორ ყალიბდება კარიესი?
კარიესს განვითარების რამდენიმე ეტაპი აქვს.
ყველაზე მსუბუქი — «ლაქის სტადია». პაციენტი მას ვერ ამჩნევს. „ლაქის სტადია“-ში კარიესის გამოვლენა მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია. ამ სტადიაზე კარიესის მკურნალობა ბორმანქანის გამოყენების გარეშეც არის შესაძლებელი – ეს არის რემთერაპია. იგი ეფექტურია მხოლოდ საწყის ეტაპზე. ამიტომ არის აუცილებელი 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა თავიდან იქნას აცილებული კარიესის განვითარება.
შემდეგ კარიესი ვრცელდება და აზიანებს მინანქრის ქვეშ არსებულ ქსოვილს – დენტინს. დენტინის კარიესის დროს პაციენტები უკვე გრძნობენ ტკივილს, თუ პაციენტმა არ იმკურნალა, პროცესი უფრო ღრმად ვრცელდება და იწვევს ნერვის ანთებას( პულპიტი). ამ პროცესს ინტენსიური ტკივილი ახლავს და ზოგი პაცინეტი გამაყუჩებლებს გამოიყენებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილი შეიძლება გაქრეს, მაგრამ ეს არ აჩერებს პროცესს და კბილის ფესვის ირგვლივი ქსოვილების ინფიცირებას ახდენს. ბოლოს შეიძლება კბილი ამოსაღებიც კი გახდეს.
არ გადადოთ კარიესის მკურნალობა, ის თავისთავად არ გაქრება : რაც უფრო დააგვიანებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მით ხანგრძლივი და ძვირი იქნება თქვენი მკურნალობა.
მკურნალობა კლინიკა Dental Care- ში
კარიესის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში უმტკივნეულო და კომფორტულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი პაციენტი ღელავს სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ. ჩვენი ექიმები მათ აქტიურად ეხმარებიან ადაპტაციაში, ვიცით როგორ განვაწყოთ პაციენტი დადებითად.
მკურნალობის შემდეგ, აუცილებლად შეგიდგენთ პროფილაქტიკური დათვალიერების განრიგს: პროფილაქტიკური ვიზიტის განრიგი.
ერთად ვიზრუნოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
მკურნალობის პრაისი
პირველი ვიზიტი (დათვალიერება,ფოტოპროტოკოლი,კონსულტაცია,მკურნალობის გეგმის შედგენა. | |
ბჟენი კომპოზიტი ( ერთი ზედაპირი) | |
ესთეტიკური რესტავრაცია | |
ფაიფურის ჩანართი |
იმკურნალეთ კბილები?
რა უნდა გაითვალისწინოთ? რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
Dental Care -ს ექიმებმა თქვენთვის რეკომენდაციები მოამზადეს