კარიესის გაჩენის მიზეზები:
- პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა;
- შაქრით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები;
- პირის ღრუს მიკროფოლორაში მჟავაწარმომქმნელი მიკრობების დიდი რაოდენობა.
- ორთოპედიული კონსტრუქციები და ბრეკეტები – მათი პირის ღრუში არსებობისას გართულებულია ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში.
- მინანქრის ჩამოყალიბების ეტაპების დარღვევა კბილის ჩანასახის და ამოჭრის პერიოდებში.
- პირის ღრუს სიმშრალე.
- ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.
- ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონალური დარღვევები.
როგორ ყალიბდება კარიესი?
კარიესს განვითარების რამდენიმე ეტაპი აქვს.
ყველაზე მსუბუქი — «ლაქის სტადია». პაციენტი მას ვერ ამჩნევს. „ლაქის სტადია“ -ში კარიესის გამოვლენა მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია. ამ სტადიაზე კარიესის მკურნალობა ბორმანქანის გამოყენების გარეშეც არის შესაძლებელი – ეს არის რემთერაპია. ეს მეთოდი ეფექტური მხოლოდ ლაქის სტადიაშია, ამიტომაც რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი და კარიესის დაწყებით სტადიაზე აღმოჩენა.
შემდეგ კარიესი ვრცელდება და აზიანებს მინანქრის ქვეშ არსებულ ქსოვილს – დენტინს. დენტინის კარიესის დროს პაციენტები უკვე გრძნობენ ტკივილს. თუმცა, თუ არსებული კარიესული ღრუ არ დაიბჟინა, დაზიანება უფრო ღრმად ვრცელდება და იწვევს ნერვის ანთებას( პულპიტი). ამ პროცესს ინტენსიური ტკივილი ახლავს და ზოგი პაცინეტი გამაყუჩებლებს გამოიყენებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილი შეიძლება გაქრეს, თუმცა შემდეგ უკვე ინფიცირდება კბილის ფესვის ირგვლივი ქსოვილები და ბოლოს შეიძლება, რომ კბილი ამოსაღებიც კი გახდეს.
არ გადადოთ კარიესის მკურნალობა, ის თავისთავად არ გაქრება: რაც უფრო დააგვიანებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მით ხანგრძლივი და ძვირი იქნება თქვენი მკურნალობა.
მკურნალობა კლინიკა Dental Care-ში
კარიესის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში უმტკივნეულო და კომფორტულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი პაციენტი ღელავს სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების წინ. ჩვენი ექიმები აქტიურად ეხმარებიან მათ ადაპტაციაში, ვიცით როგორ განვაწყოთ პაციენტი დადებითად.
მკურნალობის შემდეგ, აუცილებლად შეგიდგენთ პროფილაქტიკური დათვალიერების განრიგს: პროფილაქტიკური ვიზიტის განრიგი.
ერთად ვიზრუნოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
მკურნალობის პრაისი
პირველი ვიზიტი (დათვალიერება, ფოტოპროტოკოლი, კონსულტაცია, მკურნალობის გეგმის შედგენა. | |
ბჟენი კომპოზიტი ( ერთი ზედაპირი) | |
ესთეტიკური რესტავრაცია | |
ფაიფურის ჩანართი |
იმკურნალეთ კბილები?
რა უნდა გაითვალისწინოთ? რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
Dental Care -ს ექიმებმა თქვენთვის რეკომენდაციები მოამზადეს
I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.