ვინირები ესთეტიურ სტომატოლოგიაში
წინა კბილების რესტავრაციისთვის, საუკეთესო ვარიანტია ვინირები – თხელი ფირფიტა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს .
ვინირები მზადდება როგორც კომპოზიტიური საბჯენი მასალებისგან, ასევე ფაიფურისგან.
ვინირებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ პაციენტებს. შევეცდებით გიპასუხოთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
რა შემთხვევაში კეთდება ვინირი?
- დაბჟენილი კბილების ფერის შეცვლა, ფლუუოროზი, ტეტრაციკლინის კბილები.
- კბილების ცვეთა
- კბილის გვირგვინის ტრამვა
- კბილებს შორის სივრცეები
- კბილის ფორმის უმნიშვნელო დეფექტის გამოსწორება
რა შედეგს მიიღებთ?
- ვინირებით კბილების აღდგენას აქვს Anti-age ეფექტი. თქვენ 10 წლით ახალგაზრდად გამოიყურებით.
- სწორად შერჩეული ვინირები ძალიან ბუნებრივად გამოიყურება და გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველია.
სამუშაოს ეტაპები
პირველი ვიზიტი. ექიმი გულდასმით მოისმენს თქვენ მოთხოვნებს, გამოიკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას და თქვენთან ერთად განიხილავს და დაგეგმავს სამუშაო ეტაპებს.
პრეპარირება და ანაბეჭდი. კბილების უმნიშვნელოდ დამუშავება, მინანქრის საზღვრებში. შემდეგ ექიმი აიღებს თქვენი კბილების ანაბეჭდს და აგზავნის სატექნიკო ლაბორატორიაში .
დამზადება – ლაბორატორიაში ტექნიკოსი ამზადებს ფაიფურის ვინირებს. ქმნის იდეალურ ფორმას და გამოიყენებს ფერთა ფართო პალიტრას მაქსიმალურად ბუნებრივი იერის მისაღებად. ეს ეტაპი რამდენიმე დღეს მოიცავს.
ფიქსაცია – ვინირების კბილის ზედაპიზე დამაგრება. ამისათვის, თითოეული კბილი მუშავდება სპეცალური ხსნარით. დამზადებული ვინირი სპეციალური საფიქსაციო მასით მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს. პროცესი მიმდინარეობს კოფერდამის გამოყენებით.
ვინირები კბილის დამუშავების გარეშე. მითი თუ რეალობა?
ეს მითი არ არის, თუმცა კბილის დამუშავების გარეშე ვინირების დამზადებას მკაცრი ჩვენებები აქვს: სწორი თანკბილვა, ჯანმრთელი კბილები კარიესის და ბჟენების გარეშე. უნდა გახსოვდეთ, რომ დამუშავების გარეშე, საკუთარი კბილების ფერს ვინირებით ვერ შეცვლით.
რამდენ ხანს ძლებს ვინირი?
15-20 წელი. მთავარია – დაიცვათ პროფილაქტიკური დათვალიერების განრიგი, რომელსაც ექიმი გაგიწერთ ვიზიტის დასრულების შემდეგ.
როგორ მოუაროთ ვინირებს? საჭიროა თუ არა დიეტა?
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგან არის დამზადებული ვინირები. ამის შესახებ დეტალურად, თვითონ სტომატოლოგი მოგიყვებათ ვიზიტის დროს.
ფაიფურის ვინირებით შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება : ფრჩხილების კვნეტა, ძაფის გაწყვეტა,პაკეტების ან ბოთლის სახურავის კბილებით გახსნა და სხვა მავნე ჩვევა, რომელიც საკუთარი კბილების შემთხვევაშიც კი არ შეიძლება!
მთავარია თქვენს კბილებს სიყვარულით მოუაროთ: დაიცვათ ჰიგიენა, ხშირად გამოცვალოთ კბილის ჯაგრისი, ჩაიტაროთ პროფესიული ჰიგიენა 6 თვეში ერთხელ და რეგულარულად ეწვიოთ თქვენს სტომატოლოგს.