კარიესის პროფილაქტიკა

ჩვენმა ერთგულმა პაციენტებმა იციან,  რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარულად სტომატოლოგთან ვიზიტი.

                  პაციენტებზე ზრუნვა არის ჩვენი კლინიკის უპირველესი ამოცანა
  წელიწადში 2- ჯერ ჩვენს   კლინიკაში  ვიზიტი პროფილაქტიკურ შემოწმებაზე   თავიდან  აგაცილებთ სტომატოლოგიურ გართულებებს, დაზოგავთ დროს და ფინანსებს.

პრევენციულ ზომებს ადრეულ ეტაპზე შეუძლია შეაჩეროს  კბილის ქსოვილის დაზიანება და თავიდან აიცილოს კბილების დაავადება.
ადამიანები ვერ ამჩნევენ კბილების დაზიანებას საწყის ეტაპზე. ბაქტერიები კი აღწევენ მინანქრის ქვეშ მდებარე, შედარებით რბილ ქსოვილში – დენტინში და აზიანებენ მას.

რა არის პროფილაქტიკური  დათვალიერების  მიზანი?

პირველ რიგში, საჭიროა ვიცოდეთ კარიესის გამომწვევი მიზეზები

  • ნადები კბილებზე,
  • ჭარბი შაქარი საკვებში
  • ფთორის ნაკლებობა საკვებსა და წყალში
    და სხვ.

მავნე ფაქტორებზე სწორი ზემოქმედებით შესაძლებელია კარიესის განვითარების შეჩერება.
ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ  პაციენტებს პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარებას, ეს  მოიცავს:

  • კბილის რბილი და მაგარი ნადებისგან გასუფთავებას
  • რაციონალური კვების წესების დაცვას
  • ფთორის დეფიციტის პრევენციას

კარიესული პროცესის წარმოშობის ან გამწვავების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ყურადღება მიექცეს პირის ღრუს ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების გაძლიერებას ადამიანის სხეულზე კომპლექსური ზემოქმედებით.

კარიესის წარმოქმნის შესაჩერებლად საჭირო სტომატოლოგიური პროცედურები

რემინერალიზაცია.    კარიესის წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა ფთორი.
მას შეუძლია შეაჩეროს მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების ზრდა.
სტომატოლოგები გამოიყენებენ ფთორის მაღალი კონცენტრაციით დამზადებულ საშუალებებს კბილებზე აპლიკაციის სახით. ეს შეიძლება იყოს სითხე, გელი, აბები და მისი გამოყენება სტომატოლოგის გარეშე დაუშვებელია.

ჰერმეტიზაცია.   კბილის ღარების, იგივე ფისურების, სპეციალური მასალით „ჩაბეჭდვა“, რომელიც კარიესის განვითარებას აჩერებს.
განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვთა ასაკში, როდესაც კბილის მინანქარი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.

სწორი კვება.     კვება უნდა იყოს ბალანსირებული და ჭარბობდეს ნატურალური, გადაუმუშავებელი პროდუქტები.
მაქსიმალურად შემცირდეს პროდუქტები, რომელშიც დიდი რაოდენობით არის შაქარი, ალკოჰოლი, გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით.
გამოყენებული უნდა იქნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ხელს უშლის ინფექციის განვითარებას და არის მატონიზირებელი. ეს შეიძლება იყოს უმი სტაფილო, მწვანე ჩაი, ნიახური, ცაცხვი. ორგანიზმში კალციუმის შემცველობის შევსება ხაჭოსა და ყველის დახმარებით შეგიძლიათ. რეკომენდებულია ზღვის პროდუქტებისა და ფოსფორით მდიდარი თევზის მოხმარების გაზრდა.

პროფესიული ჰიგიენა.  კბილების სწორად გაწმენდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კარიესის და ღრძილების დაავადების პროფილაქტიკისთვის.

         წელიწადში მინიმუმ, 2 -ჯერ ვიზიტი აუცილებელია სტომატოლოგთან, კარიესის პრევენციის მიზნით. ნადები, რომელიც კბილებზე გროვდება , სახლის პირობებში სათანადოდ არ იწმინდება. ამასთანავე, სტომატოლოგს შეულია, დასაწყისშივე გამოავლინოს კარიესის წარმოქმნის რისკი და ერთად მიიღოთ ზომები მის აღმოსაფხვრელად.
ადამიანი მხოლოდ მაშინ ამჩნევს დაზიანებას , როდესაც ღრუ უკვე ჩამოყალიბებულია ან ტკივილი აწუხებს.
სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.

კარიესის პროფილაქტიკის ფასები

ყველა პაციენტი, რომელიც ჩაიტარებს მკურნალობას  კლინიკაში – Dental Care  , ავტომატურად ხვდება  პროფესიონალური ჰიგიენის პროგრამაში , რადგან მათზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.