პროგრამა CHECK UP სტომატოლოგიაში რეკომენდებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანსაღი კბილები ხანგრძლივად და განსაკუთრებით იმ კატეგორიის პაციენტებისთვის, ვისაც კბილების დაკარგვის მაღალი რისკი აქვთ.
ჩვენ კლინიკაში – Dental Care , დანერგილი გვაქვს პროფილაქტიკური დათვალიერების კომპელექსური პროგრამა – ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენა და მისი განვითარების აღმოფხვრა, პროფესიული ჰიგიენის რეგულარული ჩატარებით.
რას მოიცავს CHECK UP სტომატოლოგიაში?
კომპლექსურ დათვალიერებს და კონსულტაციას
- კვლევა პანორამული ან 3D რენტგენოლოგიური გამოსახულების საფუძველზე
- პირის ღრუს დათვალიერება სპეციალისტების მიერ ( ქირურგი, თერაპევტი, ორთოპედი,ორთოდონტი – საჭიროებისამებრ) შესაძლო პრობლემების გამოვლენის მიზნით.
- კონსულტაცია, მკურნალობის გეგმის შედგენა. ფინანსური საკითხის განხილვა.
რა საკითხებს წყვეტს CHECK UP ?
- კბილების დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა
- ჰალიტოზი – უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
- ღრძილების ანთება
- კარიესის და მისი გართულებების თავიდან აცილება
- კბილების გაშიშვლება ( ღრძილების რეცესია)
- კბილების მომატებული მგრძნობელობა
- პაროდონტოლოგიური ჯიბეები
- ძვლოვანი ქსოვილის განლევა
მომსახურების ფასი
კლინიკა Dental Care-ში ფასების განსაზღვრის თავისებურებები:
- ჩვენს კლინიკაში კონსულტაციის შემდგომ წინასწარ ვაცნობთ პაციენტს ჩასატარებელი მანიპულაციების ღირებულებას, იგი შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის გეგმაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში.
პაციენტი იხდის მხოლოდ კონკრეტულ ვიზიტზე ჩატარებული პროცედურის ღირებულებას.