ქირურგიული სტომატოლოგია

Dental Care-ში ჩვენი პირველი მიზანია თქვენი ბუნებრივი კბილების გადარჩენა. თუ თქვენ გაქვთ დაზიანებული ან მტკივნეული კბილები, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მის მკურნალობას,  რესტავრაციას ან ორთოპედიული კონსტრუქციით აღდგენას.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც  კბილის ექსტრაქციის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. კარგი ამბავი ის არის, რომ სტომატოლოგიური ტექნოლოგიებისა და ანესთეზიის მიღწევების საშუალებით, ჩვენს სტომატოლოგებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ჩაატარონ ექსტრაქცია.

 

როდის არის საჭირო კბილის ამოღება?

  • უბედური შემთხვევები

ფიზიკური ტრავმისა და უბედური შემთხვევების დროს შეიძლება ისე დაზიანდეს კბილი(მოტეხილობა, ბზარი), რომ ამოღება გახდეს საჭირო.

  • ინფექცია

სტომატოლოგთან ვიზიტის გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის ფესვის ირგვლივ ინფექციის გავრცელება და ძვლის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ კბილის ამოღება არის საჭირო.

  • სიბრძნის კბილები – ზოგჯერ ყბის ძვლის  სიმცირის გამო სიბრძნის კბილები არ ამოიჭრება და აქვს ძვალში აქვს ისეთი პოზიცია, რომ აწვება მეშვიდე კბილებს, იწვევს ტკივილს, ადგილობირვად  ღრძილის ანთებას, შეშუპებას.  ამიტომაც მისი ექსტრაქციაა საჭირო.

კბილის ამოღების პროცესი

გვესმის, რომ პაციენტებს აქვთ კბილების ამოღების წინ გარკვეული ღელვა. თუმცა, ეს არც ისეთი საშიშია, როგორც თქვენ ფიქრობთ. თანამედროვე საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით სრულად არის შესაძლებელი ამოსაღები კბილისა და მის გარშემო რბილი ქსოვილების გაუტკივარება.

კბილის ამოღება შეიძლება იყოს  რთული ან მარტივი ქირურგიული კატეგორიის. Dental Care-ში ჩვენი გამოცდილი ქირურგი-სტომატოლოგები ნებისმიერი სირთულის ექსტრაქციას ატარებენ.

 აღდგენის პროცესი

კბილის ამოღების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობთ ტკივილს და შეშუპებას. ეს საკმაოდ გავრცელებული და სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ამ სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია იბუპროფენით და ცივი კომპრესით. ჩვენს პაციენტებს ვურჩევთ, რომ მიირთვან რბილი საკვები კბილის ამოღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

კბილის ამოღების შემდეგ უნდა გახსოვდეთ:

  • სისხლის კოლტი – ექსტრაქციის შემდეგ აუცილებელია კოლტის ფორმირება შეხორცების პროცესის დასაწყებად.
  •  მოწევა  – ჩვენ გირჩევთ თავი შეიკავოთ თამბაქოს მოხმარებისგან ოპერაციის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში. ვინაიდან თამბაქოს მოწევამ შესაძლოა ჭრილობიდან კოლტი მოაცილოს, ეს კი შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას და სხვა ადგილობრივ გართულებებს გამოიწვევს.
  • ტკივილი და მგრძნობელობა – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების  მოქმედების გავლის შემდეგ  იგრძნობთ ტკივილს. ნებისმიერი დისკომფორტის შეგრძნება მოგვარდება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღებით.