რა არის პერიოდონტიტი? როგორ ყალიბდება?
პერიოდონტიტი – კბილის ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთებაა.
- ხშირად ვითარდება, როგორც კარიესის ან პულპიტის გართულება, როდესაც პაციენტი არ მიიმართავს ექიმს კბილის დაავადების ადრეულ სტადიაზე.
- მიზეზი შეიძლება იყოს ასევე არასრუსლფასოვნად ნამკურნალევი კარიესი ან პულპიტი.
- ტრავმა.
პერიოდონტიტის სიმპტომები
პერიოდონტიტი შეიძლება დაიწყოს მწვავე ფორმით და შემდეგ ქრონიკულ პროცესში გადავიდეს.
მწვავე პერიოდონტიტის დროს პაციენტები აღნიშნავენ -“თითქოს კბილი გაიზარდა“,
ტკივილი არის ინტენსიური და შეიძლება თან ახლდეს ღრძილის, ლოყის შეშუპება. კბილზე შეხება ძლიერ ტკივილს იწვევს.
პერიოდონტიტი აუცილებლად უნდა იმკურნალოთ!
არ გადადოთ ვიზიტი სტომატოლოგთან, რადგან ქრონიკული პერიოდონტიტი არის „შენელებული მოქმედების ბომბი“ ადამიანის ორგანიზმში. ინფექციის მიძინებული კერა გარე პირობების ზემოქმედების შედეგად ( სიცივე, იმუნიტეტის დაქვეითება,სტრესი და სხვ..) , აქტიურდება და ძალიან სწრაფად შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩირქოვანი აბსცესი და ფლეგმონაც..
სურათი
როგორ ვმკურნალობთ პერიოდონტიტს?
პერიოდონტიტის მკურნალობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე ვიზიტია საჭირო .
მკურნალობა იწყება კბილის მექანიკური და მედიკამეტოზური დამუშავებით. შემდეგ არხში თავსდება ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებები, რომელსაც რამდენჯერმე შეცვლა შეიძლება დასჭირდეს.
ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ კბილის გამოჯანმრთელებისკენ. დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, კბილის არხი იბჟინება შესაბამისი მასალით და აღდგება ხელოვნური გვირგვინით .
პერიოდონტიტის მკურნალობა: ფასი | |
---|---|
ვიზიოგრაფია | |
არხის მექანიკური/მედიკამენტოზური დამუშავება/დაბჯენა | |
პირველადი დახმარება მწვავე შემთხვევის დროს | |
კბილის გვირგვინის აღდგენა კომპოზიტით ან ხელოვნური გვირგვინით |
.
I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.