უსაფრთხო დიაგნოსტირება
რენტგენოლოგიური კვლევა თანამედროვე მედიცინის თითქმის ყველა დარგში გამოიყენება და გამონაკლისი არც სტომატოლოგიაა. წლების წინ რენტგენის გამოსახულებას გამჟღავნებული ფირფიტის სახით ღებულობდნენ. ახლა კი, ახალი თაობის ციფრული აპარატი -ვიზიოგრაფი – გამოიყენება, რომლის საშუალებითაც გამოსახულებას კომპიუტერის მონიტორზე ვხედავთ.
რა არის ვიზიოგრაფი?
სტომატოლოგიური ვიზოგრაფი არის სენსორი, რომელიც იღებს რენტგენის სხივებს და დამუშავების შემდეგ, აგზავნის დასრულებულ სურათს კომპიუტერში.
რა იფორმაციას გვაწვდის ვიზიოგრაფი?
ვიზიოგრაფია გამოიყენება იმპლანტაციასა და კბილების მკურნალობის დროს. ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვა ენდოდონტიაში – კბილის არხების დამუშავება/დაბჟენა – ნერვის ანთების დროს (პულპიტი,პერიოდონტიტი)
ვიზიოგრამის დახმარებით ისაზღვრება კბილის არხის ფორმა, სიგრძე, გამავლობა და მოწმდება არხის დაბჟენის ხარისხი.
უპირატესობები და პაციენტის უსაფრთხოება
პროცედურა უსაფრთხოა პაციენტებისთვის. თანამედროვე ვიზიოგრაფს 90% -ით ნაკლები დასხივება აქვთ, ვიდრე მის წინამორბედებს. ვიზიოგრაფის სხივი უფრო ვიწროა და სენსორი ულტრამგრძნობიარე, რაც თავიდან გვაცილებს ფართე მოცულობის სხივის გამოფრქვევას, როგორც ეს ძველი თაობის აპარატებში იყო.
ითვლება, რომ ვიზიოგრაფის გამოსხივება საოფისე სკანერის გამოსხივებას უტოლდება.
ის უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც.
კომფორტი
ვიზიოგრაფიის შემთხვევაში, არ არის საჭირო ლოდინი, ფირის გამჟღავნებისთვის, რომელიც 10 -15 წუთს მოიცავდა , რადგან გამოსახულება მომენტალურად ჩანს მონიტორზე. პაციენტი ექიმთან ერთად ხედავს მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ კბილის მდგომარეობას.
იცით რას ნიშნავს «ბანანის ექვივალენტი»?
ბირთვულ ინდუსტრიაში, ნახევრადხუმრობით ,გაამოიყენებენ მცნებას: „ბანანის ექვივალენტი“.
საშუალო ბანანი შეიცავს 0,42 გ კალიუმს, ამ კალიუმის ნაწილია იზოტოპი კალიუმი-40, რომელიც რადიოაქტიურია.
ერთი ბანანის ექვივალენტური დოზაა საშუალოდ 0,1 μSv(მიკროზივერტი).
ამრიგად ადარებენ სხვა მაიონიზირებელ გამოსხივებას,ბანანის გამოსხივებასთან. ეს მნიშვნელობა შეიძლება გამოისახოს „ბანანის ეკვივალენტში“.
მაგალითად, ვიზიოგრაფზე კბილის სურათი საშუალოდ ათი ბანანის ტოლია.
შეიძლება თუ არა ვიზიოგრაფის გამოყენება ფეხმძიმობის დროს?
დიახ, შეიძლება. ეს მეთოდი უსაფრთხოა ფეხმიძე და მეძუძური პაციენტებისთვის.
რენტგენის სხივი აღბეჭდავს კბილის ქსოვილებს და არ ახდენს გავლენას ნაყოფზე. თუმცა, ნებისმიერი კვლევა უნდა ჩატარდეს მკაცრად ექიმის რეკომენდაციის მიხედვით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
ყველაზე უსაფრთხო პერიოდი ფეხმძიმეებისთვის კბილების სამკურნალოდ არის მეორე ტრიმესტრი.
სპეციალისტები:
Sed ut perspiciatis, unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam eaque ipsa, quae ab illo inventore veritatis et quasi architecto beatae vitae dicta sunt, explicabo. nemo enim ipsam voluptatem, quia voluptas sit, aspernatur aut odit.
Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Sed ut perspiciatis, unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium.