განმარტება და მიმოხილვა
პროფესიული წმენდა არის პრევენციული პროცედურა, რომელსაც ასრულებენ სტომატოლოგები, რათა შეინარჩუნონ პირის ღრუს ოპტიმალური ჯანმრთელობა.
პროფესიული წმენდის პროცედურის დროს სტომატოლოგი მიზნად ისახავს კბილებზე დაგროვილი კბილის ნადებისა და კბილის ქვის მოცილებას, რათა დაიცვას ისინი კარიესისგან და კბილებისა და ღრძილების სხვა პრობლემებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ კბილების წმენდა სახლის პირობებში ყოველდღიური რუტინაა, თითოეულ ადამიანს მაინც სჭირდება უფრო ღრმა და საფუძვლიანი გაწმენდა, ამას კი მხოლოდ სტომატოლოგი შეძლებს.
ვის სჭირდება პროფესიული წმენდა და რას უნდა ელოდოთ
ჩვენ გირჩევთ, რომ ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა ექვს თვეში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით.
ნადები კბილის ზედაპირებზე ადვილად შეიძლება დაგროვდეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ფრთხილად და რეგულარულად იხეხავს კბილებს. ყოველდღიურმა რუტინულმა წმენდამ შეიძლება შეანელოს ნადების დაგროვება, მაგრამ სრულად ვერ აღკვეთს მას.
ნადები არის რბილი, წებოვანი ფენა, რომელიც გაჯერებულია ბაქტერიებით. ნადების ხანგრძლივმა დაგროვებამ შეიძლება გაზარდოს კარიესის განვითარების რისკი.
მეორეს მხრივ, კბილის ქვა არის კალციუმის მყარი წარმონაქმნი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ისე, როგორც კირქვა გროვდება ქვაბში ან წყლის მილზე. უმეტეს შემთხვევაში, მას ისეთივე ფერი აქვს, როგორიც კბილებს, რაც ართულებს მის შემჩნევას, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მას აქვს ყავისფერი ან შავი ფერი.
თუ კბილის ქვა არ არ მოშორდება კბილის ზედაპირს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ის ბაქტერიების გამრავლების და ზრდისთვის საუკეთესო გარემოდ გარდაიქმნება.
პროფესიული სტომატოლოგიური წმენდის საშუალებით კბილის ზედაპირი რჩება სუფთა და გლუვი, ამიტომ ბაქტერიებს უჭირთ მასზე არსებობა.
კბილების რეგულარულად პროფესიონალურად გაწმენდის მიზნები შემდეგია:
კარიესის თავიდან აცილება
პირის ღრუს ჯანმრთელობა
პაროდონტის დაავადების პრევენცია
ზედმეტი ნადების მოცილება კბილის ზედაპირებიდან
კბილების გაწმენდა პიგმენტური ლაქებისგან
რას მოიცავს პროცედურა?
მაგარი ნადების მოცილება სპეციალური ულტრაბგერითი აპარატის გამოყენებით.
რბილი და პიგმენტური ნადების მოცილება Kavo-PROPHYflex-ის Air-flow-ს აპარატით.
კბილის გაპრიალება – ჯაგრისითა და აბრაზიული პასტით.
ულტრაბგერითი ინსტრუმენტები – ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც ვიბრაციის ხარჯზე შლიან დიდი ზომის ქვებს და ამგვარად აცილებენ კბილის ზედაპირიდან. ამავდროულად, ის ასხურებს წყლის გრილ ნაკადს, პატარა ნამსხვრევების ჩამოსარეცხად.
გასაპრიალებელი – ეს არის ხელის ხელსაწყო რბილი რეზინის დაბოლოებით, სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯაგრისები , რომელიც ნელა მოძრაობს კბილის ზედაპირის გასაპრიალებლად.
ფტორირება – სტომატოლოგებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ფტორი კბილების გაწმენდის შემდეგ.
შესაძლო გართულებები და რისკები
კბილების პროფესიული წმენდის პროცესი არ იწვევს ტკივილს და ზოგადად კომფორტულია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პაციენეტს გარკვეული დროს განმავლობაში უწევს ღია პირით ჯდომა.
კბილების გაწმენდა უნდა მოხდეს ზედმიწევნით და ფრთხილად. თუ გაწმენდა კეთდება ზედმეტად ენერგიულად ან არასწორად არის შესრულებული, არსებობს ღრძილების დაზიანების რისკი, რაც ღრძილებს უფრო დაუცველს გახდის ინფექციის მიმართ. დაზიანებული ღრძილები ასევე იწვევს ტკივილს, გინგივიტს (შეშუპება და ანთება) და ღრძილებიდან სისხლდენას. ასევე არსებობს კბილის მინანქრის დაზიანების რისკი.
Dental Care ის ადგილია, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ან საერთოდ არ არსებობს გართულებების რისკი. ჩვენი კლინიკის სტომატოლოგები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეული პაციენტის ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება უწყვეტი პროფესიული განათლებით და ტექნოლოგიების ახალი მიღწევების დანერგვით.
ვიზიტის დაჯავშნა
პროფესიულ წმენდაზე ინფორმირებული თანხმობა
გახსენით ბმული და გაეცანით ინფორმირებულ თანხმობას კლინიკაში მოსვლამდე